| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოლიკო ცისკარიშვილი-სოსელია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1996 წელს. 1992 წლიდან იყო გაზეთ "ფაქტი, აზრი, კომენტარის" მთავარი რედაქტორი; თანამშრომლობდა გაზეთებთან: "ახალი ქართული გაზეთი", "ვერსია", "არგო", "6 საათი", "ჯორჯიან ტაიმსი"; 1996 წლიდან არის პირველი პრესფესტივალ "ოქროს კალმის" იდეის ავტორი და ერთ-ერთი ორგანიზატორი; სისტემატურად მონაწილეობს თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენციის მუშაობაში: 2002 წელს წარადგინა ნაშრომი "ჟურნალისტური სიტყვის ღირსებისათვის", 2003 წელს - "თანამედროვე ქართული მედიის ზოგიერთი აქტუალური პრობლემა" ("მთავარი გაზეთის" მაგალითზე), თეზისები გამოქვეყნდა; არის თანაავტორი კრებულისა: "ნაწვიმარი სტრიქონების გზა" ასევე "ნაფეხურები", "ნაფეხურები-1" და "ნაფეხურები-2"; მისი დახმარებით გამოიცა რამდენიმე წიგნი, მათ შორისაა: დ. შველიძის "აი, ვინ იყო, ქართველნო, ვარლამ ჩერქეზიშვილი!"; ე. შველიძის "მიექანება მექანიზმი მძაფრი რევმატიზმით", თამაზ ჯოლოგუას "თბილისის კერძო ბიბლიოთეკა", აკაკი გაჩეჩილაძის "ბარდი"; "მთავარი გაზეთის" საზოგადოების განყოფილების რედაქტორის მოადგილე; 2011 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა უნივერსიტეტებში (კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტი, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თბილისის ღია უნივერსიტეტი, ლექციების კურსი: სოციალური საკითხების გაშუქება მედიაში, ახალი მედია, ფოტოჟურნალიტიკა, ჟურნალიტიკის შესავალი, სოციალური საკითხების გაშუქება მედიაში პრაქტიკული სამუშაოები, ეკონომიკის საკითხების გაშუქება). არის მრავალი სერთიფიკატისა და დიპლომის მფლობელი. ოცზე მეტი მედია კონკურსის გამარჯვებული. სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.178; ალტებრიჯი: alterbridge.edu.ge Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

