The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დანიელ რამიშვილი

დანიელ რამიშვილი
დაბადების თარიღი:1916
გარდაცვ. თარიღი:1978  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დიდი ვანი, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნიოვერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1941 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ასპირანტურა.

სხვადასხვა დროს იყო საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლი, სასწავლო ნაწილის გამგე და დირექტორი; 1957 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში; 1956 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი; 1965 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: რამიშვილების საგვარეულო/გივი რამიშვილი.- თბ.- 2000.- გვ.73

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: