| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ ანანიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ელექტროტექნიკური ინსტიტუტი. ინსტიტუტის დამთავრებისთანავე შეუდგა შრომით მოღვაწეობას: იყო ქალაქ მინერალნიე-ვოდის - მინერალური წყლების (რუსეთი) სატრანსლაციო საკონტაქტო ინჟინერი; იგივე სტატუსით მუშაობდა თბილისში (1941); ამიერ-კავკასიის შტაბის საკონტაქტო ქსელის უფროსად; 1942-1945წწ. თბილისის სამხედრო ოლქის კავშირგაბმულობის ბატალიონის მოადგილედ; რადიო ქარხნის დირექტორად; "საქტყე-ტარის" ტრესტის მმართველად; სპეციალური საპროექტო-საკონსტრუქტორო ბიუროს დირექტორად; "საქტყე-ტარის" ტრესტის მმართველად; სპეციალური საპროექტო-საკონსტრუქტორო ბიუროს დირექტორად; თბილისის ხორცკომბინატის გენერალურ დირექტორად; მეორე მსოფლიო ომის პერიოდში 1943 წელს ქ. თეირანში გამართულ დიდ სახელმწიფოთა ლიდერების კონფერენციაზე, საბჭოთა კავშირის დელეგაციის შემადგენლობაში იყო; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. პარტიულ-სამეურნეო-საზოგადოებრივი სფეროების თვალსაჩინო მოღვაწე. წყარო: ხსოვნის წიგნი. ნაწილი 12/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ.,2021.-გვ.-6-8
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

