The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნანა წითელაშვილი

ნანა წითელაშვილი
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:პედაგოგი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის მ. ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობა 1970 წელს; ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით; 1977 წელს მოეწყო ქ. მოსკოვის მ. ვ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში (ფრანგული ბურჟუაზიული პრესის ისტორია). 

მუშაობდა 131-ე სამუსიკო სკოლაში პედაგოგად; თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ლაბორანტად; საქ. ტელევიზიის სპეც. კორესპონდენტად; ქ. მოსკოვის ზონაში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უმცროს მეცნიერ თანამშრომლად; ქ. თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში პედაგოგად; 1992-1993წწ. როგორც შინაგანი ჯარების პრესსამსახურის უფროსი, იმყოფებოდა სამაჩაბლოსა და აფხაზეთში; 1996-1998წწ. იყო საქართველოს სასაზღვრო დეპარტამენტის პრესსამსახურის უფროსი; 1972 წლიდან საქართველოს ტელევიზიის ჯერ შტატგარეშე ავტორი, ხოლო შემდგომ კომენტატორია. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები, მოთხრობები და ნოველები; საქართველოს ტელევიზიით - ვიდეოფილმების სერიალები, მათ შორის "მართლმადიდებლობა საქართველოს სახელმწიფოებრიობის ზნეობრივი ფორმა"; პროგრამები "წრე", "XX-ე საუკუნე", "კვალი"; 2001 წელს ვიდეო ფილმების სერიალისთვის "ჩემი გოგლა" (გ. ლეონიძის 100 წლისთავთან დაკავშირებით) წარდგენილი იყო სახელმწიფო პრემიაზე; წარდგენილია ნომინაციაში "წლის გამორჩეული ქალი მედიასა და ლიტერატურაში - 2025". ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჟურნალი "პარი მტი" საფრანგეთის ბურჟუაზიული პროპაგანდის სისტემაში", დაიცვა 1982 წელს.

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.179; ლიდერ ქალთა საზოგადოება: lws.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, წევრი (1972-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: