The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივანე მამულაშვილი

Other name:ივანე ტერ-მამულოვი
Date of birth:18??
Date of death:1884
Category:Public Man, Religious leader

Biography

აღიზარდა კონსტანტინეპოლსა და ვენეციის კათოლიკურ სასწავლებელებში. ფლობდა სხვადასხვა ენას, კარგად იცოდა საქართველოს ისტორია და მწერლობა. ახალციხეში სომხურ ტიპიკონზე ეკურთხა მღვდლად. მის დროს ქართველი კათოლიკეეები სასტიკად იდევნებოდნენ. 1840 წელს სომეხმა მღვდლებმა საქვეყნოდ შეაჩვენეს ის კათოლიკეები, ვინც თავს ქართველ კათოლიკედ აღიარებდა, რის გამოც, ქართველი კათოლიკეები ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ივანე მამულაშვილმა კარგად იცოდა, რომ ოსმალეთის შემოსევის დროს ჯავახეთიდან ბევრი ქართველი გადაიხვეწა იმერეთში, გურიასა და სხვა მხარეს, ბევრიც თავის გადარჩენის მიზნით მიემხრო კათოლიკობას, გრიგორიანობასაც კი, (ამ დროს ოსმალები გრიგორიანელებსა და კათოლიკეებს არ სდევნიდნენ). ივანე მამულაშვილმა უსამართლო დევნის წინააღმდეგ ღიად გაილაშქრა და ქართველ კათოლიკეთა მოწინააღმდეგეებს საკადრისი პასუხი გასცა: "ჩვენ ქართველი კათოლიკენი ვართ და არა სომხისაო, მამულაშვილი და სომეხი სად გაგონილა!– თვით გრიგორიანი მამულოვებიც ქართველთა გვარ-ტომისანი არიანო და სხვ.". ამ მხრივ, მან ხელი შეუწყო თანამემამულეთა ეროვნულ გათვითცნობიერებას და სულიერ ამაღლებას, საძირკველი ჩაუყარა ქართველ კათოლიკეთა შორის მწიგნობრობის გავრცელებას, წიგნების თარგმნასა და ბეჭდვას (1829 წელს სოლომონ დოდაშვილის სტამბაში პირველად დაიბეჭდა ქართული ლოცვანი). პეტრე ხარისჭირაშვილმა საქართველოდან ევროპაში გადასახლების შემდეგ, ვენეციის "მხითარის ძმობის" სტამბაში ქართულად პირველად ივანე მამულაშვილის ნაშრომები დაბეჭდა საკუთარი სახსრებით და რედაქტორობით. მქადაგებელი და მწიგნობარი, ქართველ კათოლიკეთა დამცველი და მფარველი, წარმოშობით სამცხიდან. ქართველი კათოლიკე.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.27


Share: