| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ ქველიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1946 წელს ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ჩაირიცხა ვაჭრობის მუშაკთა კულტურის სახლთან არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლში გ. დარახველიძის ხელმძღვანელობით და სულ მალე წამყვანი მოცეკვავე გახდა. 1950 წელს სკოლადამთავრებულმა ზ. ქველიძემ ჩაირიცხა სოხუმის ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლში. 1952 წლიდან იგი საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლის წამყვანი მოცეკვავე-მსახიობია და წლების მანძილზე წამყვან მოცეკვავეთა რიგებში იყო. ომარ მხეიძესთან ერთად ღირსეულ პარტნიორობას უწევდა ლეგენდად ქცეულ ნინო რამიშვილს ცეკვა "ქართულსა" და "ჯეირანში". იყო მსოფლიო ახალგაზრდობის IV ფესტივალის ლაურეატი, დაჯილდოებულია სიგელებითა და დიპლომებით. წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.- გვ.266 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

