| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელენე რამიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი ხელოვნებათმცოდნის სპეციალობით 1995 წელს. 1991-1992წწ. სახელმწიფო კონცერნი "საქკურორტი", კურიერი; 1995-1997წწ. საქართველოს რესპუბლიკის ტელერადიო კორპორაციის საერთაშორისო ურთიერთობების დირექცია, რედაქტორი; 1996-1997წწ. საქართველოს ეროვნული აკადემია, პედაგოგი; 1997-1999წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ამერიკის ქვეყნების სამმართველო, I ევროპული განყოფილება, უმცროსი სპეციალისტი; 1998-2000წწ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტი, ხელშეკრულებების კონტროლის განყოფილების იურისკონსულტი; 2000წ. საქართველოს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის აპარატი, საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილება, წამყვანი სპეციალისტი; 2001 წელს საერთაშორისო კომპანია ინტერფლორას წარმომადგენლი საქართველოში ფირმა "ალამი", დიზაინერი-ფლორისტი; საქართველოს კონტროლის პალატა, საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრი, სპეციალისტი (2003); 2003-2008წწ. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი, ოფის-მენეჯერი; 2008–2012წწ. ტელეკომპანია "პიკი", გენერალური დირექტორის პერსონალური ასისტენტი, არხის ვიზუალური მხარის უზრუნველყოფის განყოფილების ხელძღვანელი; გამოფენები: 1989 წელს პერსონალური გამოფენა, ი. ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმი; 1990 წელს ქართველ ქალთა გამოფენა გერმანიაში; 1992 წელს ეროვნული აკადემიისა და მეწარმეთა კავშირის მიერ მოწყობილი გამოფენა; 1995 წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ორგანიზაცია "მუხა-ს" მიერ მოწყობილი გამოფენა; 1996 წელს პერსონალი გამოფენა საქართველოს ბიზნეს-ცენტრში; 1997 წელს პერსონალური გამოფენა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმთან არსებულ ხელოვნების სალონში; 1999 წელს პერსონალური გამოფენა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ სალონში; 2000 წელს პერსონალური გამოფენა ქ. თბილისის მერიაში; 2001 წელს პერსონალური გამოფენა შ. ამირანაშვილის სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში; 2002 წელს თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურისა და თბილისის მერიის კულტურის გადარჩენის ფონდის მიერ მოწყობილი საშობაო–საახალწლო გამოფენა; 2015 წელს საგამოფენო სივრცე "ქარვასლა" - "ორი უცნაურის ნაფიქრალი"; 2016 წელს საგამოფენო სივრცე "ქარვასლა" - "ახალი ბაბილონელები"; 2017 წელს პერსონალური გამოფენა გალერეა "კოპალა"; 2023 წელს პერსონალური გამოფენა "ნაფიქრალი" ხელოვნების სასახლეში; 2024 წელს პროექტი "მედეა", საგამოფენო სივრცე "ექსპო ჯორჯია" (პროექტის ფარგლებში გამოიცა კატალოგი-გიდი ელენე რამიშვილის ავტორობით). წყარო: რამიშვილების საგვარეულო/გივი რამიშვილი.- თბ.- 2000.- გვ.81 Member of Organizations
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

