| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ ღვაბერიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1934 წელს შევიდა ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრთან არსებულ ქორეოგრაფიულ სტუდიაში. ექვსი წლის მანძილზე ეუფლებოდა ქართული ხალხური და კლასიკური ცეკვის ხელოვნებას გამოჩენილი მასწავლებლების დ. ჯავრიშვილის, მ. ბაუერისა და მ. კაზინეცის ხელმძღვანელობით. სტუდიის დამთავრების შემდეგ იგი ჩაირიცხა საქართველოს სიმღერისა და ცეკვის დამსახურებულ სახელმწიფო ანსამბლში. იგი მრავალი ცეკვის შემსრულებელი იყო, ასრულებდა "დავლურს", "მთიულურს", "ოსურს", "სვანურს", "ყარაჩოხულს" და სხვა. 1947 წელს ამიერკავკასიის დეკადის დღეებში ჯ. ბაგრატიონის დადგმის მიხედვით მან ირინა ჟღენტთან ერთად შეასრულა ცეკვა "ქართული", რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა. 1962 წლამდე მუშაობდა საქართველოს სიმღერისა და ცეკვის დამსახურებულ სახელმწიფო ანსამბლში. სხვადასხვა დროს მისი პარტნიორები იყვნენ: ირინე ჟღენტი, ნონა გუნია, ლეილა თათეიშვილი და ნატალია ბაგრატიონი. ბევრჯერ მიუღია მონაწილეობა მოსკოვში გამართულ საპასუხისმგებლო კონცერტებში. 1956 წელს დაჯილდოვდა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით. წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.- გვ.267-268 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

