| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარი წერეთელი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ახ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1978 წელს; შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურა, ჟურნალისტიკის ისტორია 1984 წელს. 1978-1992 წ.წ. მუშაობდა საქართველოს ტელე-რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტში (შემდგომში დეპარტამენტში). იყო უმცროსი რედაქტორი, რედაქტორი, პასუხისმგებელი მდივანი; იყო გადაცემათა ავტორი, რედაქტორი და წამყვანი ცნობილი რადიოპროგრამებისა: "შეგვეხმიანეთ", "შეხვედრა მწერალთან", "მაცნე", "დროება" და სხვ.; მისი ავტორობით მომზადდა არაერთი რადიო და სატელევიზიო გადაცემა, მათ შორის ვ. ბარნოვის, გ. შატბერაშვილის, ლ. გოთუას, ლ. გუდიაშვილის, ჭაბუა ამირეჯიბის და სხვათა შემოქმედებითი პორტრეტები; 1993 წლიდან მუშაობდა გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის სწავლულ მდივნად; 1995-2006წწ. იყო შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1992-1997წწ. - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის ჟურნალისტიკის განყოფილების ხელმძღვანელი; 1996-2005წწ. იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის პრესის თეორიისა და პრაქტიკის კათედრის დოცენტი; 2008 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, პუბლიკაციები ქართულ და უცხოურ სამეცნიერო გამოცემებსა და პრესაში. არის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1985). წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.180; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge; თსუ-ის გაზეთი "თბილისის უნივერსიტეტი" : newspaper.tsu.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

