The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვაჟა რამიშვილი

ვაჟა რამიშვილი
დაბადების თარიღი:25 იანვარი, 1949  (77 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფიზიკის ფაკულტეტი 1972 წელს.

1973 წლიდან მუშაობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტში: 1973-2006წწ. გლინვის პროცესების ლაბორატორია: უფროსი ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი, მეცნიერ თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 2006 წლიდან სსიპ ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი: 2006-2010წწ. ლითონების წარმოებისა და დამუშავების ლაბორატორიის მეცნიერ თანამშრომელი; 2010-2011წწ. ლითონური მასალების წნევით დამუშავების ლაბორატორიის მეცნiერ თანამშრომელი; 2021 წლიდან ლითონური მასალების წნევით დამუშავების ლაბორატორიის მკვლევარი მთავარი სპეციალისტი. მრავალი სამეცნიერო მნაშრომის ავტორი (ქართულ, რუსულ და უცხოურ ენებზე). ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1981), ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (2006).

წყარო: რამიშვილების საგვარეულო/გივი რამიშვილი.- თბ.- 2000.- გვ.93;  ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის ვებგვერდი: mmi.ge


გააზიარე: