| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გია ჭელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. დუშეთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1958 წლიდან საქართველოს ფილარმონიის ვოკალისტია, 50-იანი წლების ქართული ესტრადის პირველი თაობის წარმომადგენელი; ვოკალურ-ინსტრუმენტული დუეტის სოლისტი არაერთი საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ლაურეატია. მისი შესრულებით ბევრი მელოდია ქართულ საესტრადო "კლასიკად" შემორჩა საქართველოს რადიოს "ოქროს ფონდს"; 1962 წლიდან მუშაობას იწყებს საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის ახალგაზრდულ გადაცემათა რედაქციის რედაქტორად; 1963 წლიდან ინიშნება ტელევიზიის "ახალი ამბების" რედაქციის რედაქტორად; საქართველოს ტელევიზიის ფორმირების პირველივე წლებიდან მისი საინტერესო რეპორტაჟები, საკავშირო თუ "ინტერვიზიის" ცნობილი სატელევიზიო პროგრამები, სხვადასხვა საკავშირო კონკურსებში აქტიური მონაწილეობა მრავალი პრემიითა და ჯილდოთი აღინიშნა; 1993-1996წწ. მოღვაწეობს აჭარაში და ხელმძღვანელობს გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის" აჭარის ბიუროს; იგი ინიშნება გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის" სახელმწიფო პროგრამების საინფორმაციო უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელად; 2001 წელს აირჩიეს საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის მიერ დაარსებულ პრეს-კლუბ "პროფესიონალის" პრეზიდენტად; ხელმძღვანელობდა საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობას; საინფორმაციო-საგამომცემლო და სარეკლამო უზრუნველყოფის სამსახურს; იყო საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს (შტატგარეშე) მთავარი სახელმწიფო მრჩეველი. წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.180 Member of Organizations
Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

