| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე თედელური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გორიჯვარი, გორის რაიონი. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა მოსკოვში, ქიმიის სასწავლებელში, ასევე სწავლობდა ქ. რიაზანის სარკინიგზო სასწავლებელში. მონაწილეობა აქვს მიღებული თითქმის ყველა იმ საომარ მოქმედებაში, რომელსაც აწარმოებდა ყოფილი საბჭოთა კავშირი: ფინეთში, პოლონეთში, გერმანიაში და ა.შ. მიღებული აქვს საბრძოლო ორდენები, მედლები და უმაღლესი მთავარსარდალის მადლობები. იყო ახალაგზრდული კომკავშირული ორგანიზაციის წევრი 1939 წლიდან, ხოლო კომუნისტური პარტიის წევრი 1947 წლიდან. ომის დამთავრების შემდეგ დაუბრუნდა მშობლიურ კუთხეს და შეუდგა აქტიურ შრომით საქმიანობას სხვადასხვა უბანზე: მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტში (ინსტრუქტორი); აგროტექნიკუმში (ლექციებს კითხულობდა აგროქიმიაში); შპალსაჟღენთ ქარხანაში (ცვლის უფროსი); მანქანა-ტრაქტორთა სადგურში ("მტს") გამგედ და სხვა. წერდა ლექსებს, ეხერხებოდა ხატვა, აფორმებდა მეგობრულ შარჟებს, უკრავდა მანდოლინაზე და მღეროდა. წყარო: ხსოვნის წიგნი. ნაწილი 12/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2021. -გვ.21-23
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

