The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ ლაცაბიძე

ნოდარ ლაცაბიძე
დაბადების თარიღი:28 აგვისტო, 1932
გარდაცვ. თარიღი:8 ნოემბერი, 1993  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამრეწველო საწარმოთა ელექტროფიკაციის სპეციალობით 1956 წელს.

ათი წლის განმავლობაში მუშაობდა გორის კვლევით-სამეცნიერო ინსტიტუტში ("ნიიავტომატპრომი") ინჟინრად. იყო რაციონალური წინადადებების, გამოგონებების, წარმოებაში დანერგილი სიახლეებიის ავტორი, რამაც მოუტანა საკავშირო აღიარება, სიგელები, დიპლომები, მადლობები, პრემიები და ა.შ.; გორის კვლევით-სამეცნიერო ინსტიტუტში ("ნიიავტომატპრომში") მუშაობდა შემდეგ თანამდებობებზე: ლაბორანტი, ინჟინერი, უფროსი მეცნიერ-მუშაკი, ლაბორატორიის უფროსი, განყოფილების გამგე; ქ. კრასნოდარის მზესუმზირის ზეთის ქარხანაში - ინჟინერ-ტექნოლოგი; კითხულობდა ლექციებს "სამრეწველო ობიექტების ელექტროფიკაცია", საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გორის ფილიალში; იყო გორის ე.წ. "ზუსტი ხელსაწყოების" ქარხნის მთავარი ინჟინერი; საქართველოს "საქმთავარენერგოს" გორის ფილიალის მთავარი ინჟინერი და სხვა. გავლილი ჰქონდა სპეციალური სწავლების კურსი მოსკოვში, ელექტროფიკაციისა და ენერგეტიკის სამინისტროში, რომელიც განკუთვნილი იყო მხოლოდ წარმოების დირექტორებისა და მთავარი ინჟინრებისათვის.

წყარო: ხსოვნის წიგნი. ნაწილი 12/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2021. -გვ.25-27


გააზიარე: