The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



უშანგი მეყანწიშვილი

უშანგი მეყანწიშვილი
დაბადების თარიღი:5 მაისი, 1930
გარდაცვ. თარიღი:იანვარი, 2020  (89 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბრეძა, ქარელის რაიონი.

დაამთავრა ქ. გორის პედაგოგიური ინსტიტუტი.

ინსტიტუტის დამთავრებისთანავე მუშაობა დაიწყო ქარელში, პიონერთა სახლის დირექტორად, შემდგომ იყო ქარელის რაიკომის ინსტრუქტორი. წლების მანძილზე მუშაობდა რაიონული აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილედ, იყო რაიონული გამგებლის პირველი მოადგილე. ამავე პერიოდში, პარალელურად, აქტიურად ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობას. იყო ქარელის დემოგრაფიული საზოგადოების დამფუძნებელი და მისი უცვლელი თავმჯდომარე. ამ საზოგადოების მოქმედების პერიოდში, საქართველოს უახლესი ისტორიის უმძიმეს წლებში, უამრავი მრავალშვილიანი ოჯახის დახმარება განხორციელდა, როგორც სასურსათო პროდუქტით, ასევე ფინანსური კუთხითაც, რაც მრავალშვილიანი ოჯახის წევრების სწავლის საფასურის გადახდაში გამოიხატებოდა. მისი ყოველდღიური ცხოვრება განისაზღვრებოდა რაიონისათვის საჭირო ახალი პროექტების შექმნაში, რასაც მოწმობს მის მიერ დატოვებული მრავალი წერილი და სტატია სხვადასხვა სფეროს განვითარების შესახებ. მისი ხელშეწყობით არაერთ ახალაგზრდას დაუფინანსდა სწავლის საფასური.

წყარო: ხსოვნის წიგნი. ნაწილი 12/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2021. -გვ.28-29


გააზიარე: