The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა სეფიშვილი

შოთა სეფიშვილი
დაბადების თარიღი:21 სექტემბერი, 1920
გარდაცვ. თარიღი:1993  (72 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კვერნაქის სასაფლაო, გორი
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ახალხიზა, გორის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი.

იყო სოფელ ახალხიზის კოლმეურნეობის თავმჯდომარე; სოფელ შავშვების (გორის რაიონი) კოლმეურნეობის მთავარი ბუღალტერი; გორის რაიონის სოფელ ქვემო ხვითის კოლმეურნეობის თავმჯდომარე; გორის რაიონის სოფელ ბერშუეთის კოლმეურნეობის თავმჯდომარე; 1961-1964წწ. - ქ. გორის სოცდაზღვევის სტრუქტურის ხელმძღვანელი; 1964-1969წწ. მუშაობდა სახელმწიფო კონტროლის სისტემაში; იყო გორის საფინანსო განყოფილების კონტროლიორი; სტატისტიკის სამმართველოს უფროსი და სხვა.

წყარო: ხსოვნის წიგნი. ნაწილი 12/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2021. -გვ.34-35


გააზიარე: