| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეიმურაზ რამიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი 1979 წელს. 1983-1988წწ. მუშაობდა გაეროში (ჟენევის ოფისში) სსრკ-ის მუდმივ წარმომადგენლად; 1999-2000წწ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორი; 2005-2008წწ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა ელჩი კორეაში; 2007-2008წწ. რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიაში; 2012-2016წწ. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ლინგვისტური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი; 2016-2024წწ. რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნორვეგიის სამეფოში; კითხულობს ლექციებს მოსკოვის სახელმწიფო საერთასორისო სამართლის ინსტიტუტში; მინიჭებული აქვს რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიპლომატირი რანგი. საზოგადოებრივი და დიპლომატიური მოღვაწეობის პერიოდში მიღებული აქვს მრავალი სახელმწიფო ჯილდო და არის სხვადასხვა პრემიის ლაურიატი. რუსი დიპლომატი. წყარო: რამიშვილების საგვარეულო/გივი რამიშვილი.- თბ.- 2000.- გვ. 122; rus.team
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

