The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვიქტორ ქურიძე

ვიქტორ ქურიძე
Date of birth:9 May, 1903
Date of death:13 June, 1991  (at 88 years)
Burial location:კვერნაქის სასაფლაო, გორი
Category:Public official, Mathematician, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ზომლეთი, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1929 წელს.

უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე შეუდგა პედაგოგიურ მოღვაწეობას. მუშაობდა მათემატიკის მასწავლებლად თეთრი წყაროს რაიონის სოფ. დიდი ენაგეთის საშუალო სკოლაში; გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევის საშუალო სკოლაში; გორის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში; გორის ე. წ. რკინიგზის და რუსულ სკოლებში; 1944-1951წწ. იყო ქ. გორის იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის დირექტორი; გორის განათლების განყოფილების გამგე; 1954-1966წწ. მათემატიკას ასწავლიდა პედაგოგიურ სასწავლებელში და გორის N9 საშუალო სკოლაში; იყო სკკპ-ს წევრი. 1951-1954წწ. - მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს, ასევე პარტიის საქალაქო კომიტეტის წევრი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები: მედალი უმწიკვლო პედაგოგიური მოღვაწეობისათვის, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს "საპატიო სიგელი" (ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში განსაკუთრებული წვლილისათვის) და სხვა.

წყარო: ხსოვნის წიგნი. ნაწილი 12/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2021. -გვ.–36-37

Awards and Honors

  • 1962 - საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • საპატიო ნიშნის ორდენი

Share: