The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრა მარი

ალექსანდრა მარი
სხვა სახელი:ალექსანდრა ჟუკოვსკაია
დაბადების თარიღი:1860
გარდაცვ. თარიღი:იანვარი, 1941  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:ენათმეცნიერი, მეცნიერი, ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

ალექსანდრა მარი მთელი თავისი მრავალმხრივი ცოდნით ეხმარებოდა მეუღლეს, ნიკო მარს სამწერლო-სამეცნიერო მუშაობაში, რითაც საკმაო წვლილი შეიტანა ქართულ-სომხური კულტურის განვითარების და შესწავლის საქმეში. უშუალოდ მონაწილეობდა ქ. ანისის გათხრებსა და საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ექსპედიციაში, დასთან მარიამთან ერთად, შეადგინა თავისი ქმრის ნ. მარის, აკად. ვ. ბარტოლდის და სხვათა შრომების მრავალმხრივი  საძიებლები, მათი მრავალტომეულ გამოცემათა მასალები სისტემაში მოიყვანა, ეხმარებოდა ნიკო მარის ლექსიკონებზე მუშაობაში: ფურცლებზე გადატანა დავით ჩუბინაშვილის ქართულ-რუსული ლექსიკონის მასალა, მონაწილეობდა აფხაზურ-რუსული ლექსიკონის შედგენაში და ნიკო მარის აფხაზური ენისა და აფხაზეთის ისტორიის შესახებ 25 ნაშრომის ერთ ტომად გამოცემაში, ნიკო მართან ერთად მოიარა აფხაზეთის სხვადასხვა რაიონი, აქტიური მონაწილეობა მიიღო აფხაზი მეცნიერ-მუშაკების აღზრდასა და აფხაზეთის სამეცნიერო კერათა შექმნაში, მონაწილეობდა ქმრისა და შვილის ნაშრომთა გამოცემაში და სხვ., მეცნიერ - მუშაკი, აკადემიკოს ნიკო მარის მეუღლე, დედა პროფესორ იური მარის დედა; ცნობილი ირანისტის ვალენტინ ჟუკოვსკის, მედიცინის დოქტორის ივანე ჟუკოვსკის და აკადემიკოს ვ. ვ. ბარტოლდის მეუღლის და. გარდაიცვალა 1941 წლის იანვარში ლენინგრადში. 

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.37-38


გააზიარე: