| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გოჩა ხუნდაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1972 წელს. სხვადასხვა წლებში მუშაობდა გაზეთებში: "ახალგაზრდა კომუნისტი" და "დრონი". საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტში იყო საინფორმაციო პროგრამა "მოამბისა" და რადიოს საკვირაო საინფორმაციო გამოშვების წამყვანი. მოგვიანებით კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გახდა. 1992 წლიდან საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, შემდეგ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორპორაციის თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო. 1994-2012წწ. საქართველოს ენის სახელმწიფო პალატის თავმჯდომარის მოადგილე, კინოსტუდია "ქართული ფილმის" დირექტორის მოადგილე, საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნების" პროგრამა "განთიადის" შემქმნელი და ხელმძღვანელი. წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.185; მედია ჰოლდინგი რეპორტიორი: reportiori.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

