The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლიდა რამიშვილი

ლიდა რამიშვილი
დაბადების თარიღი:13 მარტი, 1906
გარდაცვ. თარიღი:1990  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტი.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ პროფესორ იოველ ქუთათელაძის ასისტენტად იწყებს მუშაობას ფიზიკო-ქიმიურ ფაკულტეტზე; ის აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ორგანიზაციის საქმეში (1932 წელს); მან გამოიკვლია და დაამტკიცა მენჯის წყლების სამკურნალო თვისებები; მის მიერვე იქნა გამოყოფილი ჩაიდან კრისტალური კოფეინი, რომელმაც საფუძველი მისცა ამ პრეპარატის წარმოებას; 1952 წლიდან მუშაობდა ვაქცინებისა და შრატების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, სადაც ხელმძღვანელობდა ბიო-ქიმიის ლაბორატორიას, ხოლო 1948 წლიდან  მას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბიოქიმიური ლაბორატორიის გამგედ იწვევენ. მრავალი სამეცნოიერო ნაშრომის ავტორი. პროვიზორი.

წყარო: რამიშვილების საგვარეულო/გივი რამიშვილი.- თბ.- 2000.- გვ. 174


გააზიარე: