| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანასტასია ბაგრატიონ-დავითაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ფცა, ქარელის რაიონი. დაამთავრა თბილისის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი. ქართული კულტურის დიდი მოამაგე ანასტასია ბაგრატიონ-დავითაშვილი მონაწილეობდა კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში, სახალხო სახლში, დრამატულ საზოგადოებებში, წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში. ხელს უწყობდა ქართული თეატრის განვითარებას. იგი სრულიად უსასყიდლოდ აკეთებდა კეთილ საქმეებს, ეწეოდა ქველმოქმედებას. მეუღლის, ივანე მაჩაბლის გაუჩინარების შემდეგ, გამოსაცემად მოამზადა ივანე მაჩაბელის ნაშრომები და შექსპირის ქათული თარგმანები. 1916-1919 წლებში ანასტასია ბაგრატიონ-დავითაშვილი იყო "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" თბილისის განყოფილების თავმჯდომარე. გარდაიცვალა 1917 წელს აბასთუმანში. იმ დროინდელი პრესა წერდა: "ან. მაჩაბლის გარდაცვალების გამო ქართველ მსახიობთა საპროფესიო კავშირის საბჭომ თავის სხდომაზე 4 აგვისტოს 1917 წ. განიხილა აწ განსვენებულ ანასტასია ალექსანდრეს ასულის მაჩაბლის დიდი ღვაწლი ქართულ თეატრისადმი და მისი დაუღალავი ზრუნვა ქართველ მსახიობის ნივთიერ და სულიერ გაუმჯობესებისათვის და დაადგინა: პირველ პენსიას, რომელსაც მსახიობთა კავშირი დაუნიშნავს რომელიმე მსახიობს, დაერქვას ანასტასია ალექსანდრეს ასულის მაჩაბლის სახელობის პენსია, ხოლო გვირგვინის ნაცვლად 25 მანეთი გადაეცეს ქართულ გიმნაზიასთან არსებულ უფასო სასადილოს გამგეობას". თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლის, გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილის და, ივანე მაჩაბელის მეუღლე. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.104 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

