The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ კუსიანი

თამაზ კუსიანი
დაბადების თარიღი:2 თებერვალი, 1971
გარდაცვ. თარიღი:4 სექტემბერი, 1992  (21 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. საჩხერე.

მუშაობდა საჩხერის "საქკოოპრეწვის" საწარმოო კომბინატში მუშად. 1989-1991 წლებში გაიწვიეს საბჭოთა არმიაში, მსახურობდა სპეციალური დანიშნულების ნაწილში ქ. ხაბაროვსკსა და მოლდავეთში. მეთაურობდა ორ ოცეულს. მიღებული ჰქონდა უფროსი სერჟანტის წოდება. 1991-1992 წლებში მუშაობდა საჩხერის სამშენებლო კომპლექსის სამშენებლო უბანზე მომმარაგებლად. შემდეგ მსახურობდა ბესო ქუთათელაძის სახელობის საჩხერის გვარდიის ბატალიონში ლეიტენანტის წოდებით ოცმეთაურად. აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების დროს და ერთ-ერთი პირველი აფხაზეთის ტერიტორიაზე, კერძოდ სოხუმში, საჩხერის პატალიონი შევიდა. თამაზ კუსიანი პირველი კლასის მძღოლი იყო და თანამებრძოლთა თხოვნით, დროებით ხისძარიან მანქანაზე (ზილ-131) გადავიდა სამუშაოდ. გადაჰყავდა დაჭრილები და ემსახურებოდა ადგილობრივ მოსახლეობას მიმოსვლაში. დაიღუპა 1992 წლის 4 სექტემბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშთან. 2022 წელს საჩხერეში იმ ქუჩაზე, სადაც თამაზ კუსიანი ცხოვრობდა, მისი სახელობის სკვერი და მემორიალური დაფა მოეწყო. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. 

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.251-252

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "საბრძოლო დამსახურებისთვის" (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: