| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დიმიტრი ლაზარეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბოლნისი. სწავლობდა თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიულ ფაკულტეტზე. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ბოლნისის "საქსოფლტექნიკაში" აგრონომად, მერე მთავარ აგრონომად. 1981-1982 წლებში იყო სოფლის მეურნეობის პროდუქტების დამზადებაში უფროსი აგრონომი, 1982-1986 წლებში "საქსოფლტექნიკაში" მმართველის მოადგილე, 1986 წლიდან კი ბოლნისის "ავტოვაზის" დირექტორი. დიმიტრი ლაზარეიშვილი 1989 წლიდან აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. 1991 წლის იანვრიდან იბრძოდა სამაჩაბლოში, სადაც მას მიენიჭა ოფიცრის წოდება. იგი იყო ბოლნისის სარეზერვო რაზმის მეთაური. დაიღუპა 1992 წლის 25 მაისს სოფელ ნიქოზთან ერთ-ერთი ბრძოლის დროს. ბოლნისში მის სახელს ატარებს ქუჩა, სადაც იგი დაიბადა და გაიზარდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი სამაჩაბლოში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.254
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

