The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ელენე წერეთელი

ელენე წერეთელი
Date of birth:1 February, 1929  (97 years)
Date of death:19??
Category:Dancer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის საბალეტო სტუდიის წარმატებით დამთავრებისთანავე 1946 წელს თეატრის საბალეტო დასში ჩაირიცხა. 1949 წელს იგი სოხუმში გადადის საცხოვრებლად და მუშაობას იწყებს აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში. მალე მან აითვისა აფხაზური ხალხური ცეკვის რეპერტუარი და ანსამბლის წამყვანი მსახიობი გახდა. 1950 წელს მას აფხაზეთის სახელმწიფო ფილარმონიის საესტრადო კოლექტივში იწვევენ ცეკვების შემსრულებელ-სოლისტად. წერეთლის მიერ შესრულებული ცეკვები "ქართული", "მოხეური" ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებდა. 1951 წელს იგი კვლავ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს დაუბრუნდა და 1953 წლამდე ამ კოლექტივში ირიცხებოდა. 1953 წლიდან 1967 წლამდე ე. წერეთელი საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ აკადემიურ ანსამბლშია, აღსანიშნავია მისი "ქართული", "ყაზბეგური", "ხევსურული". იგი სტუდენტთა და ახალგაზრდობის IV მსოფლიო ფესტივალის ლაურეატია. დაჯილდოებულია იყო ბევრი სიგელითა და მედლით. 

წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.284-285


Share: