| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ აკოფაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბებნისი, ქარელის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი მეღვინეობის პროფილით. 1948-1961წწ. მუშაობდა სამტრესტის გორის ქარხანაში, ჯერ რიგით ტექნოლოგად, შემდეგ კი ლაბორატორიის გამგედ. 40-ზე მეტი სამეცნიერო შრომა მიუძღვნა მეღვინეობის საკითხებს, მათ შორის, ოცამდე გამოგონება, რომელთა დიდი ნაწილი დაინერგა საქართველოს ღვინის ქარხნებში (გურჯაანი, ახმეტა, მცხეთა და სხვა.) და დიდი ეკონომიკური ეფექტი მისცა სახალხო მეურნეობას. მისი სამეცნიერო შრომების ანოტაციური ხასიათის მიმოხილვები არაერთხელ გამოქვეყნდა ქ. პარიზში გამომავალ მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობის საერთაშორისო ორგანიზაციის ბიულტენებში. მან შეიმუშავა და რამდენიმე ქარხანაში წარმატებით დანერგა ნაკადში, ყურძნის წვენის შაქრიანობის მიხედვით ფრაქციებად დაყოფის ავტომატიზირებული სისტემა, რითაც შეამსუბუქა და შეამცირა პირველადი გადამუშავების ქარხნებში შრომატევადი სამუშაოები და საგრძნობლად სრულყოფილი გახადა ხარისხიანი ღვინომასალების მომზადების პროცესი. სწორედ ეს საკითხი იყო მისი სადისერტაციო ნაშრომის ძირითადი თემა. 1982 წელს ვახტანგ აკოფაშვილს მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. ოცდაათ წელზე მეტი იმუშავა გორის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე. ამ ხნის განმავლობაში რამდენიმე ათეული მნიშვნელოვანი პრობლემის დამუშავებაში მიიღო აქტიური მონაწილეობა. წყარო: და ვანთებ სანთელს. [ნაწ. 1], (მდუმარე კოჰორტა) : წიგნი ეძღვნება იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც ნათელი კვალი დაამჩნიეს ავტორის ცხოვრებას / ვახტანგ ჭანკოტაძე.-თბ.,2007.-გვ.16-18
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

