The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ავთანდილი ბაზანდარაშვილი

ავთანდილი ბაზანდარაშვილი
Date of birth:6 October, 1925
Date of death:23 June, 1994  (at 68 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კარალეთი, გორის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სარკინიგზო ინსტიტუტის ხიდებისა და გვირაბების ფაკულტეტი 1948 წელს. 

ქ. გორში და გორის რაიონში მრავალი შენობა-ნაგებობა, გზა თუ გვირაბი, არხი თუ საცხოვრებელი კორპუსი დაკავშირებულია მშენებელ-ინჟინერ ავთანდილ ბაზანდარაშვილის სახელთან (კინოთეატრი "გამარჯვება", ახალი ხიდი მდ. მტკვარზე, კულტურის სასახლე, ხიდი ქ. მოსკოვის მდ. იაუზაზე და მრავალი სხვა). პირველი სამუშაო ნათლობა მან მიიღო ბელორუსიაში ერთ-ერთი ხიდის მშენებლობაზე, სადაც იგი, როგორც ახალგაზრდა სპეციალისტი გააგზავნეს ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ. მუშაობდა მოსკოვში, უკრაინაში და სხვ. 1950 წელს დაბრუნდა თავის მშობლიურ ქ. გორში და სიცოცხლის ბოლომდე ემსახურა ქალაქის აღმშენებლობის საქმეს. სხვადასხვა დროს მუშაობდა: ტექნიკური განყოფილების ინჟინრად (მოსკოვი, "მოსტოპოეზდ"), მთავარ ინჟინრად (გორის ადგ. მრეწველობის კომბინატი), ტექზედამხედველად, N3 სამშენებლო ტრესტის (ქ. გორი) კომბინატის დირექტორად, N9 ტრესტის მმართველად და ა.შ. 1959 წელს გაიარა "უმაღლესი საინჟინრო კურსები" (ქ. მოსკოვი) და დაეუფლა მშენებლობაზე გამოსაყენებელ უახლეს ტექნიკას და ახალი სამშენებლო მასალებით სარგებლობის მოწინავე ტექნოლოგიებს და მეთოდებს. პროფესიონალურ საქმიანობას უთავსებდა საზოგადოებრივ მოღვაწეობასაც. 1955-1956წწ. მუშაობდა ქ. გორის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ჯგუფის უფროსად, პარტიის საქალაქო კომიტეტის ინსტრუქტორად და ა. შ. 1972 წელს არჩეულ იქნა საქალაქო საბჭოს დეპუტატად. მიღებული აქვს რამდენიმე მედალი, საპატიო სიგელი, ფულადი პრემიები, მადლობები და ა.შ. ჰქონდა მიღებული მთავრობის ჯილდოები. რემდენიმე წლის განმავლობაში იყო პარტიულ სამუშაოზეც.

წყარო: და ვანთებ სანთელს. [ნაწ. 1], (მდუმარე კოჰორტა): წიგნი ეძღვნება იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც ნათელი კვალი დაამჩნიეს ავტორის ცხოვრებას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.21-24


Share: