The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გენო ბექაური

გენო ბექაური
დაბადების თარიღი:25 დეკემბერი, 1931
გარდაცვ. თარიღი:2005  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ფასანაური.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კვების მრეწველობის, მანქანებისა და მოწყობილობების ფაკულტეტი 1955 წელს და მიენიჭა ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაცია.

თითქმის ნახევარი საუკუნე იმუშავა კვების, კერძოდ საკონსერვო მრეწველობის დარგში და გაიარა ყველა სამსახურებრივი საფეხური რიგითი მექანიკოსიდან დირექტორობამდე. იმდროინდელი საბჭოთა კავშირის საკონსერვო საწარმოთა შორის გორის საკონსერვო გაერთიანება ჩადგა მოწინავეთა რიგებში, რისი დასტურიც გახდა სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებზე მიღებული სიგელები, ჯილდოები, დიპლომები და ა. შ. გორის საკონსერვო ქარხნის (შემდეგში გაერთიანების) წარმოებულმა პროდუქციამ საერთო აღიარება დაიმსახურა. ათეულობით გამოგონება და რაციონალიზატორული წინადადება შეიმუშავა და დანერგა, რამაც მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი მისცა წარმოებას. ეწეოდა საზოგადოებრივ მოღვაწეობას. რამდენჯერმე იყო ადგილობრივი საბჭოების დეპუტატი, ქარხანაში წარგზავნილ ახალგაზრდა სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებასაც უძღოდა და მუშა-მოსამსახურეთა სოციალური პირობების გაუმჯობესებაზეც ზრუნავდა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, რამდენიმე მედლის კავალერი, მრავალი საპატიო სიგელისა და მადლობების მფლობელი, მოსკოვის სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის აქტიური მონაწილე, დამსახურებული რაციონალიზატორი.

წყარო: და ვანთებ სანთელს. [ნაწ. 1], (მდუმარე კოჰორტა): წიგნი ეძღვნება იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც ნათელი კვალი დაამჩნიეს ავტორის ცხოვრებას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.-31-35

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • საქართველოს კვების მრეწველობის წარჩინებული მუშაკი

გააზიარე: