The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ჯიოევი

ნიკოლოზ ჯიოევი
სხვა სახელი:ფელიქს ჯიოევი
დაბადების თარიღი:11 აპრილი, 1951
გარდაცვ. თარიღი:აგვისტო, 2021  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:მოცეკვავე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სინაგური, ჯავის რაიონი. 

1968 მოღვაწეობდა სამხრეთ ოსეთის ა / ო. სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში მოცეკვავე-მსახიობად. ანსამბლში მუშაობის პერიოდში წარმატებით ასრულებდა ოსი და მოძმე ეროვნებათა ხალხურ ცეკვებს: "ქართულს", "წყვილთა ნარნარს", "მთიულურს", "ჩეჩნურს", სოლოებს ქორეოგრაფიულ სურათებში: "უიღბლო შეყვარებული", "შეყვარებული მაშტიბადი" და "ოსური ახალგაზრდული". იგი ანსამბლის წამყვანი მსახიობი იყო. დაჯილდოებულია სიგელებითა და დიპლომებით.

წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.298

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1979 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: