| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელგუჯა ლომიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ზეკოტა, დაბა სურამი. დაამთავრა სურამის პროფტექნიკური სასწავლებელი მექანიზატორის სპეციალობით. 1982 წელს სწავლა განაგრძო ლენინგრადის სამხედრო-საზღვაო სასწავლებელში. 1984-1986 წლებში ქ. მურმანსკში მოიხადა სავალდებულო-სამხედრო სამსახური.1986 წლიდან მუშაობდა სამხატვრო სახელოსნო-კოოპერატივ "ორნამენტში". ეროვნული მოძრაობის დაწყებისთანავე იგი ამ მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური წევრი იყო. 1992 წელს შევიდა "მხედრიონში", 1992 წლის 5 ოქტომბერს მოხალისედ წავიდა აფხაზეთში, იყო ოცეულის მეთაური. დაიღუპა 1992 წლის 28 ოქტომბერს ქ. ოჩამჩირეში ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის შესრულების დროს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.259-260
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

