| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლადო ჯავახიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სამართლის მაგისტრის (LL.M.) ხარისხი მოპოვებული აქვს ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტში (2025); ასევე ფლობს სამართლის ბაკალავრის (2014) და მაგისტრის (2016) ხარისხებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და საჯარო მმართველობის მაგისტრის ხარისხს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (2019). 2013-2021წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობებს; 2014-2017წწ. იყო არასრულწლოვანთა განრიდების პროგრამების მენეჯერი სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრში", ხოლო 2017-2018წწ. ხელმძღვანელობდა არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის სამმართველოს; 2018-2020წწ. იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი", ხოლო 2020-2021წწ. სსიპ "დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს" დირექტორის მოადგილე; ამ პერიოდში აქტიურად იყო ჩართული სისხლის სამართლისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, აღდგენითი მართლმსაჯულების, ადამიანის უფლებების, ბავშვის უფლებების, სასჯელაღსრულებისა და საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების სფეროში მიმდინარე რეფორმებში; ხელმძღვანელობდა არაერთ სამუშაო ჯგუფსა და უწყებათაშორის საბჭოს; იყო მოწვეული ტრენერი საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში და ხელმძღვანელობდა დანაშაულის პრევენციის პრაქტიკულ კლინიკას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 2021 წლიდან თანამშრომლობს საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, როგორც იურისტი, კონსულტანტი და თემატური ექსპერტი; მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო სასწავლო კურსში, კონფერენციაში, პროექტსა და თანამშრომლობის ფორმატში, მათ შორის პოლიტიკის ანალიზის, სწავლების, აკადემიური, კვლევითი და საერთაშორისო განვითარების სფეროებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის, შავი ზღვის რეგიონისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობის ფარგლებში. არის, ფულბრაიტის და სხვა საერთაშორისო პროგრამების სტიპენდიანტი, არაერთი სტატიის, სახელმძღვანელოსა და პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი იურიდიული და საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების მიმართულებით; 2022 წლიდან ეწევა საადვოკატო პრაქტიკას საერთო სპეციალიზაციით. ადვოკატი, საჯარო მმართველობისა და მართლმსაჯულების სფეროს ექსპერტი.
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

