The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ მარჩილაშვილი

მიხეილ მარჩილაშვილი
სხვა სახელი:მიშო მარჩილაშვილი
მიხო მარჩილაშვილი
დაბადების თარიღი:26 დეკემბერი, 1972
გარდაცვ. თარიღი:2 ივლისი, 1993  (20 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაჩნაძიანის სასაფლაო, გურჯანიის მუნიციპალიტეტი
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ვაჩნაძიანი, გურჯაანის რაიონი.

სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდგომ, "შავნაბადას" ბატალიონის წევრი გახდა და აფხაზეთში წავიდა სამშობლოს დასაცავად; 1993 წლის 2 ივლისს დილის 5.00 საათზე დაბა ტამიშთან რუსეთის რეგულარულმა არმიამ საზღვაო დესანტი გადმოსხა; დესანტის რაოდენობა 600 კაცს შეადგენდა; ბატალიონის დესანტირებას რუსეთის სამხედრო ხომალდი უზრუნყველოფდა; გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართულმა ნაწილებმა მიიღეს; დესანტთან ერთად გააქტიურდა აფხაზური ფორმირება; ჩრდილიდან გამოსულმა ჯგუფმა შინაგანი ჯარების ნაწილს ჩრდილოეთიდან შეუტია; შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა; ქართულმა მხარემ რამდენიმე დღიანი ბრძოლის შედეგად, 300-მდე მებრძოლი დაკარგა; მ. მარჩილაშვილი ფრონტის წინახაზზე, სოფელ ანუარხუსთან (ოჩმჩირის მუნიციპალიტეტი) დაიღუპა. 2018 სოფელ ვაჩნაძიანში ერთერთ ქუჩას მიხეილ მარჩილაშვილის სახელი ეწოდა; 2022 წელს დაარსდა და ყოველწლიურად ტარდება მიხეილ მარჩილაშვილის მემორიალური ტურნირი მინიფეხბურთშიყუმბარმტყორცნელი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: