The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მირიან ეფრემიძე

მირიან ეფრემიძე
დაბადების თარიღი:28 აგვისტო, 1922
გარდაცვ. თარიღი:1983  (60 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი; სწავლა განაგრძო ასპირანტურაში, პარალელურად სწავლობდა უცხო ენათა ინსტიტუტში.

ჯერ კიდევ 19-20 წლის ასაკში მონაწილეობდა ფინეთ-სსრკ ომში, ხოლო შემდეგ მეორე მსოფლიო ომში ებრძოდა გერმანელ ფაშისტებს და საბრძოლო გზა ბერლინში დაასრულა. ეუფლებოდა უცხო ენებს. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას უნივერსიტეტში, და სტუდენტებს უკითხავდა ლექციებს უახლესი ისტორიის სფეროდან. წლების განმავლობაში იყო გორის პედაგოგიური ინსტიტუტის  ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. მიღებული ჰქონდა ბევრი სამთავრობო ჯილდო, სიგელი თუ პრემია, საბრძოლო ორდენები.

წყარო: ხსოვნის წიგნი. ნაწილი 7 / ვახტანგ ჭანკოტაძე .-თბ.,2020 -გვ.15-17


გააზიარე: