The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რომან ლომიძე

რომან ლომიძე
დაბადების თარიღი:16 თებერვალი, 1963
გარდაცვ. თარიღი:26 ოქტომბერი, 1992  (29 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კლდე, ახალციხის რაიონი.

1982-1984 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში, 1984 წლიდან მუშაობდა საკონსერვო ქარხანაში, წყალთა მეურნეობაში, მშენებლობაზე, კოოპერატივ "მშენებელში" 1992 წლამდე. 1992 წლის 10 ოქტომბერს გაიწვიეს აფხაზეთში. დაიღუპა 1992 წლის 26 ოქტომბერს გუმისთის ხიდთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. 

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.263


გააზიარე: