| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სოსო ლომიძე![]()
Biographyდაამთავრა რუსთავის პროფტექნიკურ სასწავლებელი 1985 წელს. მუშაობდა თბილისის თბოელექტროსადგურში, 1985 წელს გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში, სადაც დაამთავრა უმცროს მეთაურთა სასწავლებელი და მსახურობდა ასეულის უფროსის მოადგილედ. დემობილიზაციის შემდეგ, 1992 წლის მაისამდე ისევ მუშაობდა თბილისის თბოელექტროსადგურში. 1992 წლის მაისში ჩაირიცხა რუსთავის ეროვნული გვარდიის მე-12 ბატალიონში, იყო ოცმეთაური. იბრძოდა სამაჩაბლოში. 1992 წლის აგვისტოდან მონაწილეობდა აფხაზეთში მიმდინარე საომარ კონფლიქტში. დაიღუპა 1992 წლის 1 სექტემბერს მდინარე გუმისთასთან ბრძოლაში. უფროსი ლეიტენანტი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი სამაჩაბლოსა და აფხაზეთში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.264
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

