The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ლომსაძე

დავით ლომსაძე
დაბადების თარიღი:13 აგვისტო, 1975
გარდაცვ. თარიღი:1 ივნისი, 1993  (17 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა თბილისის 110-ე პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში. აფხაზეთში მიმდინარე საომარი კონფლიქტის დროს, 1992 წლის დეკემბერში მოხალისედ ჩაირიცხა II ბრიგადის ბატალიონ "თეთრი არწივის" გოჩა ყარყარაშვილის სახელობის დაზვერვის ასეულში მზვერავად. მონაწილეობდა აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ყველა ბრძოლში, კერძოდ: ტამიშთან, ლაბრასთან, ატარა არმიანსკაიასთან (სომხურ ათარასთან), შრომასთან, გუმისთასთან. დაიღუპა 1993 წლის 1 ივნისს სოხუმის რაიონის სოფელ ზემო კინდღში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.265


გააზიარე: