The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ჯანელიძე

გიორგი ჯანელიძე
დაბადების თარიღი:25 ოქტომბერი, 1974  (51 წლის)
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა  შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის, კინომცოდნეობის ფაკულტეტი 2002 წელს; ბავარიის სატელევიზიო აკადემიის ტელეჟურნალისტიკის ფაკულტეტი 2004 წელს.

მუშაობდა (თსუ-ში სწავლის პარალელურად) დამოუკიდებელი ტელეკომპანია "იბერვიზიის" საინფორმაციო პროგრამა "მონიტორის" კორესპონდენტად და რედაქტორად; 1994 წელს დაინიშნა აჭარის ტელევიზიის საკორესპონდენტო პუნქტ "თბილისის" რედაქტორის თანამდებობაზე; 1994-1995წწ. თანამშრომლობდა ქართულ გაზეთებთან: "რადიო სითი" და "ინფოზავრი"; 1995 წელს საქართველოს I არხის ეთერში გავიდა  მისი და პაატა კუპატაძის ავტორობით მომზადებული გადაცემა "ლეგენდა გრძელდება" (6 ნაწილად); 1999 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სადიპლომო ნაშრომი თემაზე: "30-იანი წ.წ. ქართული სატირულ-იუმორისტული ჟურნალები" და მიენიჭა ჟურნალისტის კვალიფიკაცია. 1998-2003წწ. იყო ქალაქ მიუნხენის (გერმანია) ტელევიზიისა და ფილმის უმაღლესი სკოლის პროგრამული სტუდენტი; პერიოდულად თანამშრომლობდა ტელეკომპანია "იმედთან", გაზეთ "24 საათსა" და ბერლინში გამომავალ ქართულ გაზეთთან "იბერია".

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.191

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ბავარიის (გერმანიის) ჟურნალისტთა ფედერაცია, წევრი (2000-)
  • საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, წევრი (1995-)

გააზიარე: