The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რამინ რამიშვილი

რამინ რამიშვილი
Date of birth:2 July, 1928
Date of death:30 August, 2012  (at 84 years)
Category:Archaeologist, Historian, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი საქართველოს ისტორიის სპეციალობით 1952 წელს; ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის არქეოლოგიის განყოფილების ასპირანტურა 1955 წელს.

1957 წლიდან მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის არქეოლოგიის განყოფილებაში: 1957-1962წწ. უმცროსი-მეცნიერ თანამშრომლი; 1962-1984წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1978-1984წწ. ადრე შუასაუკუნეთა ხანის არქეოლოგიის პრობლემური ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1984-2003წწ. არქეოლოგიური კვლევის ცენტრის შუასაუკუნეთა ხანის განყოფილების გამგე. 1971 წელს ხელმძღვანელობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში ახლადშექმნილ ჟინვალის არქეოლოგიურ ექსპედიციას. 2003-2012წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქელოგიური კვლევის ცენტრის შუასაუკუნეთა ხანის არქეოლოგიიის  განყოფილების გამგე. რამინ რამიშვილის დიდი ღვაწლი მიუძღვის დუშეთში, ჭილაშვილების სასახლის აღდგენა-რესტავრაციაში, სადაც შემდგომში ჩამოყალიბდა ჟინვალის არქეოლოგიური ექსპედიციის ბაზა და განთავსდა ექსპედიციის მიერ მოპოვებული დიდძალი მასალა: გათხრების დოკუმენტაცია, არქივი, ბიბლიოთეკა. ბაზაზე მოეწყო ფოტოლაბორატორია, სარესტავრაციო სახელოსნო, საკონფერენციო დარბაზი, ეთნოგრაფიული კოლექციების საცავი, სამუშაო ოთახები ექსპედიციის წევრთათვის თუ მასალების გასაცნობად ჩამოსული კოლეგებისათვის; 1968-1980წწ. კითხულობდა ლექციებს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში და სამხატვრო აკადემიაში. გამოქვეყნებული აქვს 150 -ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, ხელმძღვანელობას უწევდა ახალოგაზრდა მეცნიერ-თანამშრომლებს. დაჯილდოებული იყო სახელმწიფო მედლებით. მაქსიმე რამიშვილის შვილი, ისტორიკოს მარინე ცინცაძის მეუღლე.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქართლის სამეფო ძვ. წ. I ათასწლეულის პირველ ნახევარში", დაიცვა 1960 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართლის სამეფო ახ. წ. I ათასწლეულის პირველ ნახევარში", დაიცვა 1984 წელს.

წყარო: რამიშვილების საგვარეულო/გივი რამიშვილი.- თბ.- 2000. გვ. 254; caucasology.com

Awards and Honors

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი

Bibliography


Share: