The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ ბურჯანაძე

თენგიზ ბურჯანაძე
დაბადების თარიღი:10 ივლისი, 1947
გარდაცვ. თარიღი:22 თებერვალი, 2003  (55 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი.

ბავშობიდანვე იყო გატაცებული ფეხბურთით და ადრეულ ასაკშივე მიიქცია სპეციალისტთა ყურადღება. თამაშობდა გორის "დილაში", ქუთაისის "ტორპედოში" და თბილისის "დინამოში". "დინამოში" თამაშის დროს გაიტანა საიუბილეო მე-1400 გოლი ტაშკენტის "პახტაკორის" კარში. აქტიური ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ მუშაობდა სამეურნეო სფეროში. იყო გორის "დილას" კლუბის პირველი პრეზიდენტი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრი და ა. შ. ქ. გორის ცენტრალურ სპორტულ სტადიონს ეწოდა თენგიზ ბურჯანაძის სახელი.

წყარო: და ვანთებ სანთელს. [ნაწ. 1], (მდუმარე კოჰორტა): წიგნი ეძღვნება იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც ნათელი კვალი დაამჩნიეს ავტორის ცხოვრებას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.40-43


გააზიარე: