The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ რამიშვილი

რევაზ რამიშვილი
დაბადების თარიღი:1934
გარდაცვ. თარიღი:1999  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი 1961 წელს; სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მევენახეობის კათედრის ასპირანტურა 1963 წელს.

1961 წლიდან მუშაობდა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში მევენახეობის კათედრაზე: 1963-1978წწ. მეცნიერ-მუშაკი,  დოცენტი; 1978-1999წწ. მევენახეობის კათედრის გამგე, პროფესორი. გამოქვეყნებული ჰქონდა 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და მიღო 6 საავტორო მოწმობა. რევაზ რამიშვილი იყო გამოჩენილი მევენახე, სელექცია-ჯიშთმცოდნეობის დიდი მკვლევარი. სოფლის მეურნრობის მეცნიერებათა დოქტორი (დაიცვა 1988 წელს ქ. იალტაში), პროფესორი.

წყარო: რამიშვილების საგვარეულო/გივი რამიშვილი.- თბ.- 2000.- გვ.157

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: