The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ ბაბუაძე

თამარ ბაბუაძე
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:მთარგმნელი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამა პრესის ჟურნალისტიკის მიმართულებით 2002 წელს.

სამაგისტრო შრომის დამუშავებისას იკვლევდა ემიგრანტულ (1921 წლის შემდეგ პერიოდში, ძირითადად, საფრანგეთში გამომავალი ქართულენოვან) გაზეთებში დაბეჭდილ ლიტერატურულ ნაწარმოებებში ასახულ თემებს; მუშაობდა სხვადასხვა პერიოდულ გამოცემაში: 2009-2011წწ. რედაქტორის პოზიციას იკავებდა ჟურნალ "ლიბერალში", უფრო ადრე კი იყო ჟურნალ "ცხელი შოკოლადის" აღმასრულებელი რედაქტორი და ავტორი; არის არაერთი წიგნის მთარგმნელი და რედაქტორი; სამი სემესტრის განმავლობაში ჯიპა-ს შესაბამისი მიმართულების მქონე ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის მართავდა "შემოქმედებითი წერის" სესიებს; 2015 წლიდან მისი საქმიანობა მთლიანად უკავშირდება გამომცემლობა "ინდიგოს". ბოლო დროს, თანარედაქტორებთან და ინდიგოს გუნდთან ერთად გამოსცემს ჟურნალის თემატურ ნომრებს. მიღებული აქვს პრიზები საუკეთესო სტატიებისთვის.

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.196; anthro.iliauni.edu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: