| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ემინე ნაზდიქე მარშანია![]()
ბიოგრაფიაჰასან-ბეი მარშანიასა და ფატმა ხორეჯან არედბას ქალიშვილი, ემინე ნაზიქედე კადინ ეფენდი 1877 წელს დებთან (დარიალი და ნაჯიე) და ბიძაშვილებთან ერთად სტამბოლში, ილდიზ-სარაის (ვარსკვლავთა სასახლე) სასახლეში გააგზავნეს. სასახლეში ემინემ კერძო განათლება მიიღო, უკრავდა ფორტეპიანოზე, გატაცებული იყო ცხენოსნობით. აქ შენიშნა იგი შეჰზადე მეჰმედმა. 1885 წელს სტამბულში, ორტაკეის სასახლეში ემინე ცოლად გაჰყვა მომავალ სულთანს. პირველი მსოფლიო ომის დროს ემინე ქველმოქმედებას ეწეოდა, ხშირად სტუმრობდა სკოლებს, საავადმყოფოებს, მეჩეთებს. 1922 წელს მეჰმედ VI ვახიდედინი ტახტიდან ჩამოაგდეს და ქვეყნიდან გაასახლეს. სულთნის ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, ემინე შინაპატიმრობაში იმყოფებოდა ფერიეს სასახლეში. 1924 წლის 10 მარტს ახალმა პარლამენტმა ბრძანება გამოსცა, რომლის თანახმადაც სულთნის ოჯახის ყველა წევრის დეპორტაცია უნდა მომხდარიყო. ემინე ოჯახის თანხლებით მეუღლესთან სან-რემოში გაემგზავრა. 1926 წელს მეჰმედის სიკვდილის შემდეგ ემინე ერთხანს საფრანგეთში ცხოვრობდა, 1929 წელს კი ქაიროში გადასახლდა, სადაც 1941 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია აბასის სასაფლაოზე. ოსმალეთის ბოლო სულთნის მეჰმედ VI ვახიდედინის პირველი მეუღლე. აფხაზი თავადების, მარშანიების გვარის წარმომადგენელი. ქველმოქმედი. წყარო: აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში = Sürgündeki aphaz aristokratlar / ნატო მარშანია.-თბ.,2018.-გვ.249-250
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

