The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლაურა კუტუბიძე-ზუბაშვილი

ლაურა კუტუბიძე-ზუბაშვილი
ოფიციალური სახელი:ლაურა კუტუბიძე
დაბადების თარიღი:29 ივნისი, 1953  (72 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ჩოხატაური.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ჟურნალისტიკის სპეციალობით 1976 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უწივერსიტეტის სადოქტორო პროგრამა "მასობრივი კომუნიკაცია" 2008 წელს.

1981-1982წწ. საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს სახელმწიფო კომიტეტი, რადიოს ახალგაზრდული პროგრამების მთავარი რედაქტორი; 1982-1986წწ. გაზეთი "ახალგაზრდა კომუნისტი", რედაქტორის მოადგილე; 1986-1999წწ. საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს სახელმწიფო კომიტეტი, კომპანია "ქართული ტელეფილმი", უფროსი რედაქტორი, განყოფილების ხელმძღვაწელი; საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს სახელმწიფო კომიტეტი, საინფორმაციო პროგრამა "მოამბე" პროგრამის ხელმძღვაწელი (1993); "ახალი ქართული გაზეთი", პასუხისმგებელი რედაქტორი (1998); ტელეკომპანია "მე-9 არხი", საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი (2001); 2000-2001წწ. საქართველოს სახელმწიფო კანცელარია, საინფორმაციო პოლიტიკის ანალიზის განყოფილების გამგე; 2001-2003წწ. საქართველოს სახელმწიფო კანცელარია, პრეზიდენტის პრესსამსახურის მედია ანალიტიკოსი; 2002-2006წწ. "ნიკკოლომ" ჯგუფი (PR კომპანია), მედია მონიტორინგისა და ანალიზის სამსახურის ხელმძღვანელი; 2004 წლიდან საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოწვეული პედაგოგი; 2004-2006წწ. თბილისის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჟურნალისტური სახელოსნოს ხელმძღვანელი; 2004-2017წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მოწვეული პედაგოგი; 2006 წლის აპრილიდან 2006 წლის ოქტომბრამდე "ფრაიმთაიმ" ჯგუფი (PR კომპანია), მედიამონიტორინგისა და ანალიზის სამსახურის ხელმძღვანელი; 2006-2007წწ. PR კომპანია "ემ ენ კონტაქტი", მთავარი პიარ-მენეჯერი; 2007-2008წწ. კომპანია "სარკე-კვლევა", მედია ანალიტიკოსი; თბილისის ა. ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საინფორმაციო კულტურისა და ვიზუალური კომუნიკაციების მაგისტრატურა, მოწვეული პედაგოგი (2008); საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტი, მოწვეული პედაგოგი (2009); 2009 წლის სექტემბრიდან ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი; 2010 წლის სექტემბრიდან გ. თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი. გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი აქვს 30-ზე მე­ტი სა­მეც­ნი­ე­რო სტა­ტი­ა; არის მო­ნოგ­რა­ფი­ე­ბის "ჟურნალისტიკა" (ქართულ-ფრანგული პრო­ექ­ტი, 2013 და 2016 წლე­ბის გა­მო­ცე­მა) და "კულტურა მე­დი­ა­ში" (2019) თა­ნა­ავ­ტო­რი. სა­ქარ­თ­ვე­ლოს შო­თა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი­სა და კი­ნოს სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი, ჟურნალისტიკის დოქტორი, სადოქტორო პროგრამის - "კულტურა მედიაში" ხელმძღვანელი.

სადისერტაციო თემა - "2000-2005 წლების ქართული პრესის ძირითადი საზოგადოებრივპოლიტიკური ასპექტები", დაიცვა 2009 წელს.

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.198; ხელოვნებისა და მედიის კვლევების საერთაშორისო კრებული: artsmediajournal.tafu.edu.getesau.edu.gegttu.edu.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • სა­ქარ­თ­ვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი
  • სერგეი მესხის სახელობის პრემია
  • ნი­კო ნი­კო­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის პრე­მი­ა

ბიბლიოგრაფია

  • კულტურა მედიაში : კრებული / გიორგი ჩართოლანი, ლაურა კუტუბიძე, რევაზ ჭიჭინაძე (თანაავტორი). - თბილისი, კენტავრი, 2019. - 208გვ.. - ISBN: 9789941963063
  • ჟურნალისტიკა (თანაავტორი). - თბილისი, "მერიდიანის" სტ., 2013. - 332გვ.. - ISBN: 9789941135767

გააზიარე: