| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯოტო შარვაშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. ჯოტო ლევანის ძე შარვაშიძე აფხაზეთში თვალსაჩინო ფიგურა იყო. ცნობილმა მეწარმემ რეგიონში სამეწარმეო საქმიანობის გაჩაღების მიზნით სოხუმის ოლქში რამდენიმე მილიონი მანეთის მოზიდვა შეძლო, 1917-1921 წლებში კი საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. 1917 წლის მარტში იგი სოხუმის ოლქის საზოგადოებრივი უსაფრთხოების კომიტეტის წევრი იყო. 1920 წელს ჯოტო შერვაშიძე სოხუმში საურთიერთო ნდობის ბანკის წარმომადგენელი გახლდათ. 1918-1921 წლებში იყო აფხაზეთის სახალხო საბჭოს წევრი. მან ძალისხმევა არ დაიშურა საიმისოდ, რომ აფხაზური არისტოკრატია საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ მთავრობასთან შემოერიგებინა. ჯოტო შარვაშიძე, დამაჯერებელი არგუმენტების მოშველიებით ცდილობდა ვითარების გამოსწორებას და გავლენიან აფხაზთა და ქართველთა დაახლოებას. სწორედ მისი ინიციატივით შედგა თბილისის სასტუმრო "ორიანტში" აფხაზეთის სახალხო საბჭოს მოთხოვნით აფხაზეთში წარგზავნილი ქართული რაზმის სარდლის, პოლკოვნიკ გიორგი თუხარელისა და ტატაშ მარშანიას შეხვედრა, რომლის ურთიერთობები ქართველ სოციალ-დემოკრატებთან ქართული სახალხო გვარდიის სარდლის, ვალიკო ჯუღელის უტაქტობის გამო უკიდურესად დაიძაბა. ამავე დროს, კარგად ესმოდა რა აფხაზ არისტოკრატებსა და თბილისელი სოციალ-დემოკრატებს შორის არსებულ იდეოლოგიური სხვაობათა მნიშვნელობა, კონსერვატორი ჯოტო შარვაშიძე ხელს უწყობდა პირველთა დაახლოებას პროფესიონალ ქართველ სამხედროებთან, რომლებიც მეტწილად თავადაზნაურულ წოდებას ეკუთვნოდნენ. ამ საქმეში მას მნიშვნელოვან მხარდაჭერას ქართველ ეროვნულ-დემოკრატთა სხვა ლიდერებიც უწევდნენ. 1921 წელს, ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ, ჯოტო შარვაშიძის ოჯახმა აფხაზეთი დატოვა და თურქეთში გაემგზავრა. ჯოტო შარვაშიძე საქართველოს, აფხაზეთისა და მთლიანად კავკასიის გათავისუფლებისათვის ბრძოლას ემიგრაციის უმძიმეს პირობებშიც აგრძელებდა. 1924 წლის დასაწყისისთვის იგი თურქეთში საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის (წითელი არმიის მიერ ოკუპირებულ საქართველოში ღრმა იატაკქვეშეთში ანტიბოლშევიკურ პარტიათა მიერ შექმნილი საიდუმლო ორგანოს) წარმომადგენელი იყო. თავადი ჯოტო შარვაშიძე 1935 წლის ოქტომბერში, სტამბოლში გარდაიცვალა, რასაც პარიზულ რუსულ ემიგრანტულ გაზეთ "ვოზროჟდენიეში" 1935 წლის 4 ოქტომბერს გამოქვეყნებული ნეკროლოგიც ადასტურებს: "ღრმად შეშფოთებული შვილები - ვლადიმერ და მიხეილ შარვაშიძეები ვაუწყებთ ახლობლებსა და მეგობრებს ქალაქ სტამბოლში ჩვენი საყვარელი მამის ჯოტო ლევანის ძე შარვაშიძის უდროოდ გარდაცვალების შესახებ". ჯოტო შარვაშიძე დაკრძალულია თურქეთში, გალიპოლიში, რუსულ სასაფლაოზე. ნიკოლოზ (კოკი) დადიანი, რომელიც ჯოტო შარვაშიძეს პირადად იცნობდა, იხსენებდა, რომ მან დიდი ღვაწლი დასდო და დიდი სამსახური გაუწია "ქართველთა და აფხაზთა შორის არსებულ მდგომარეობის გაუმჯობესებას". აფხაზ არისტოკრატთა წარმომადგენელი, მიხეილ შარვაშიძის მამა. წყარო: აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში = Sürgündeki aphaz aristokratlar / ნატო მარშანია.-თბ.,2018.-გვ.105-113 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

