| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი გოგოლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი. დაამთავრა ბორჯომის სატყეო ტექნიკუმი; გორის ნიკილოზ ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი ქართული ენისა და ლიტერატურის და ისტორიის სპეციალობით 1963 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტი. 1964-1966წწ. მუშაობდა კასპის რაიონში (სოფ. რეხა) სასწავლო ნაწილის გამგედ და ისტორიის მასწავლებლად, შემდეგ ქ. გორის მე-2 საშუალო სკოლაში დირექტორის მოადგილედ და ისტორიის მასწავლებლად. თითქმის 30 წელი მუშაობდა ძალოვან სტრუქტურებში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები: პოდპოლკოვნიკის წოდება, სამი მედალი, ორი საპატიო სამკრდე ნიშანი და მრავალი მადლობა და საპატიო დიპლომ-სიგელი. მონაწილეობდა ყაზახეთის ყამირი მიწების ათვისებაში. აქტიურად მონაწილეობდა, იმ დროს ისტორიულ კამპანიად აღიარებულ ღონისძიებაში და ორჯერ იყო ყამირელთა ყრილობის დელეგატი. წყარო: და ვანთებ სანთელს. [ნაწ. 1], (მდუმარე კოჰორტა): წიგნი ეძღვნება იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც ნათელი კვალი დაამჩნიეს ავტორის ცხოვრებას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.51-53
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

