| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რუსუდან ჯანელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი 1959 წელს; მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის ასპირანტურა 1966 წელს. 1959-1963წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მყარი სხეულის კათედრა, ინჟინერ–ქიმიკოსი; 1966-1974წწ. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი "მიონი", უმცროსი მეცნიერი თანამშრომრლი, უფროსი მეცნიერი თანამშრომრლი; 1974 წლიდან მუშაობს კიბერნეტიკის ინსტიტუტში: 1974-2006წწ. თხელი ფირების ლაბორატორია, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 2006-2012წწ. მმართვადი ოპტიკური პროცესები, უფროსი მეცნიერი თანამშრომრლი; 2012 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ვ. ვ. ჭავჭანიძეს სახ. კიბერნეტიკის ინსტიტუტი, მმართვადი ოპტიკური პროცესები, უფროსი ინჟინერი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, გამოგონებისა და პატენტის ავტორი. ქიმიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი (2006). წყარო: რამიშვილების საგვარეულო/გივი რამიშვილი.- თბ.- 2000.- გვ.260; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინფორმაციო ბაზა: my.gtu.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

