The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თარასხან ეშბა

თარასხან ეშბა
დაბადების თარიღი:1886
გარდაცვ. თარიღი:1923  (37 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბედია, გალის რაიონი.
თარასხან ეშბას მიღებული ჰქონდა ორი კლასის განათლება. იგი პირველი რესპუბლიკის წლებში აფხაზეთში ქართული უშიშროების სამსახურების მნიშვნელოვანი საყრდენი იყო. 1920-1921 წლებში იყო აფხაზეთის კომისარიატის განსაკუთრებული რაზმის უფროსი, განსაკუთრებული რაზმი 1918 წლის 26 ივლისს შეიქმნა და მას სხვა ფუნქციებთან ერთად ევალებოდა ანტისახელმწიფოებრივი და სამოხელეო დანაშაულების გამოაშკარავება და აღკვეთა. ეს რაზმი კონსტიტუციურ წესრიგს იცავდა და კონტრდაზვერვის ფუნქციასაც ითავსებდა. აფხაზეთში განსაკუთრებული რაზმი, როგორც ცალკე სტრუქტურა 1920 წლის დასაწყისში შეიქმნა. ამ რაზმის უფროსი იყო აფხაზეთში თარასხან ეშბა. რაზმი 17 კაცისაგან შედგებოდა და აქტიურად თანამშრომლობდა სახალხო მილიციასთან, გაგრაში მდგარ ქართულ ჯართან და სახალხო გვარდიასთან. თარასხნ ეშბას და მის კონტრმზვერავებს არ გამოჰპარვიათ აფხაზეთში ბოლშევიკ-კომუნისტთა მოქმედებები, რომლებიც ძირს უთხრიდა საქართველოს რესპუბლიკას. მათ შორის თარასხან ეშბას დიდი დამსახურებაცაა, რომ მთელ საქართველოში, მათ შორის აფხაზეთშიც, 1920 წლის ბოლოსთვის აღარ არსებობდა ბოლშევიკური იატაკქვეშა ორგანიზაცია, რომელსაც რაიმე ზიანის მოტანა შეეძლო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ. თარასხან ეშბა 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ მთავრობასთან ერთად ემიგრაციაში წავიდა, ცოტა ხნით კონსტანტინეპოლში იმყოფებოდა. 1922 წელს ემიგრაციიდან დაბრუნდა და აფხაზეთში, სამურზაყანოში არალეგალურ, ანტისაბჭოთა მუშაობას შეუდგა. მილიციასთან რამდენიმე შეტაკების შემდეგ, ის 1923 წლის 7 ივლისს დააპატიმრეს საკუთარ სახლში, სოფელ ბედიაში, მიუხედავად დიდი ზეწოლისა მან მხოლოდ ის თანამშრომლები დაასახელა რომლებიც ემიგრაციაში იყვნენ წასული, მისი დაკითხვის ოქმში ჩანს, რომ კითხვებს ძირითადად "არ ვიცი" და "არ მახსოვს" პასუხობდა. დაპატიმრებული თარასხან ეშბა სოხუმიდან თბილისში გადმოაგზავნეს, თუმცა მისგან სასურველი ინფორმაცია ისევ ვერ მიიღეს და 1923 წელსვე დახვრიტეს.
წყარო: თარასხან ეშბას დაჯგუფება /თულნი = "Тулни" : 1921-1923 წლებში საბჭოთა საქართველოს ხელისუფლების დამხობის მიზნით მოქმედი დაჯგუფებანი / საქ. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი ; პროექტის ხელმძღვანელი ომარ თუშურაშვილი.-თბ.,2015.-გვ.47-50; რესპუბლიკა 100: civil.ge; სსრკ-ს რეპრესიების მსხვერპლთა ღია სია: ge.openlist

გააზიარე: