The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაქარია მაზმიშვილი

ზაქარია მაზმიშვილი
დაბადების თარიღი:23 ნოემბერი, 1965
გარდაცვ. თარიღი:11 ოქტომბერი, 1992  (26 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაამთავრა კემეროვოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დაუსწრებელი განყოფილება.

1984 წელს ჩაირიცხა თბილისის ინდუსტრიულ ტექნიკუმში. 1986 წელს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში ქ. პოლტავაში. 1992 წლის 1 მაისიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის "ქართველ შევარდენთა ლეგიონის" სადესანტო მოიერიშე ბატალიონში ასეულის მეთაურის თანამდებობაზე. მინიჭებული ჰქონდა კაპიტნის სამხედრო წოდება. დაიღუპა 1992 წლის 11 ოქტომბერს სამაჩაბლოში სოფელ დისევში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი სამაჩაბლოში. იყო სპორტის ოსტატი ჭიდაობაში, საქართველოს ექვსგზის ჩემპიონი, ნაკრების ყოფილი წევრი, მუშაობდა მწვრთნელად სპორტულ კლუბ "იბერიაში".

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.275


გააზიარე: