| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ გვერდწითელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1956 წელს. მუშაობდა გორის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, ტექნიკოსად, ინჟინრად; 1958 წლიდან - ლაბორატორიის გამგედ; 1961 წლიდან - განყოფილების გამგედ. 1992 წლამდე იგი აქტიურ მოღვაწეობას ეწეოდა ინსტიტუტში განყოფილების გამგის, მთავარ ინჟინრის თანამდებობებზე, თანამშრომლობდა მონათესავე ინსტიტუტებთან საკავშირო მასშტაბით. ინსტიტუტში მოღვაწეობის პერიოდში მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ათეულობით პრობლემატური საკითხის გადაწყვეტაში. გამოაქვეყნა მრავალი სამეცნიერო შრომა და მიიღო რამდენიმე საავტორო მოწმობა გამოგონებაზე. სამეცნიერო საქმიანობასთან ერთად ქალაქის საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც იყო ჩაბმული, როგორც ადგილობრივი საბჭოს დეპუტატი, აღმასკომის წევრი და სხვა. მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდა პედაგოგიურ საქმიანობას, რომელსაც იგი ეწეოდა გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე და შემდეგ ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის იგივე ფაკულტეტზე. გორის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გაუქმების მიუხედავად იგი განაგრძობდა მუშაობას რამდენიმე პროექტზე, რომლებიც დაკავშირებული იყო გამოთვლითი ტექნიკის გამოყენებასთან სოფლის მეურნეობასა და მრეწველობაში. ხშირად მოგზაურობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და არა მარტო საქართველოში. ფეხით ჰქონდა მოვლილი საქართველოს მთიანეთი და თითქმის მთელი ჩრდილოეთ კავკასია. ერკვეოდა სახვით ხელოვნებასა და მუსიკაში. განსაკუთრებით იზიდავდა კლასიკური მუსიკა, საოპერო ხელოვნება. წყარო: და ვანთებ სანთელს. [ნაწ. 1], (მდუმარე კოჰორტა): წიგნი ეძღვნება იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც ნათელი კვალი დაამჩნიეს ავტორის ცხოვრებას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.54-58
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

