The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გია მეზვრიშვილი

გია მეზვრიშვილი
ოფიციალური სახელი:გიორგი მეზვრიშვილი
დაბადების თარიღი:28 ივლისი, 1958
გარდაცვ. თარიღი:17 ნოემბერი, 2001  (43 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიზნესმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი; ქ. იჟევსკის პოლიტექნიკური ინსტიტუტი; სწავლობდა სამხატვრო სკოლაში და პარალელურად ეუფლებოდა საორკესტრო ხელოვნებას გორის N1 სამუსიკო სკოლაში (ვიოლინოს სპეციალობით).

მუშაობდა გორის რაიონის კომკავშირულ ორგანიზაციაში, შემდგომ გორის რაიკომის საერთო განყოფილების გამგის მოადგილედ. ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებების შემდეგ, იგი ბიზნესმენთა შორის ჩადგა და სიცოცხლის ბოლომდე ამ საქმით იყო დაკავებული.

წყარო: ხსოვნის წიგნი. ნაწილი 7 / ვახტანგ ჭანკოტაძე .-თბ.,2020 -გვ.41-44


გააზიარე: