| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალბერტ რატიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი დაამთავრა გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო მათემატიკის მასწავლებლად გორის რაიონის სოფელ ქვახვრელის საშუალო სკოლაში. შემდეგ სხვადასხვა დროს მუშაობდა: გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის მათემატიკის კათედრაზე; გორის საწარმოო პროცესების ავტომატიზაციის კვლევით-სამეცნიერო ინსტიტუტში (ჩაის მრეწველობის ავტომატიზაციის განყოფილება; მათემატიკური ანალიზისა და რეკომენდაციების ლაბორატორია; მათემატიკური მოდელირების სექტორი და სხვა) სხვადასხვა თანამდებობაზე; გორის N3 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებლად და ა.შ.; "ნიიავტომატმრეწვმში" მუშაობის პერიოდში მან, არაერთხელ დაიმსახურა დირექციის მადლობა, წარმატებული შრომისთვის სიგელები და პრემიები. ხანგრძლივ სამსახურებრივ მივლინებებში იყო შეუცვლელი თავისი საოცარი პუნქტუალურობისა და ცხოვრების დიდი პრაქტიკული გამოცდილების გამო. სიცოცხლის ბოლომდე ახალგაზრდობას გადასცემდა თავის თეორიულ თუ პრაქტიკულ ცოდნასა და გამოცდილებას. წყარო: ხსოვნის წიგნი. ნაწილი 7 / ვახტანგ ჭანკოტაძე .-თბ.,2020 -გვ.46-49
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

